პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ
პოგ პოდ პოლ პოპ პორ პოს

პოგონოფორები (Pogonophora)

მეორადპირიანების ქვეგანყოფილების ტიპი (100 – ზე მეტი სახეობა). თითქმის უძრავი ცხოველები. ბინადრობენ ზღვებში 300 – 8000 მ – ის სიღრმეზე; მოთავსებულნი არიან სპეციალურ დამცველ მილებში. სხეული გრძელი, ძაფისმაგვარია. პირველ სეგმენტზე განლაგებულია გრძელი საცეცები, მე – 3 სეგმენტზე – მისამაგრებელი პაპილები. ახასიათებთ სხეულის მეორადი ღრუ. ნერვული სისტემა განლაგებულია ზურგის მხარეს. გააჩნიათ სისხლის მიმოქცევის დახშული სისტემა. ცალსქესიანებია. განვითარება მიმდინარეობს გარდაქცევით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9