პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ
პრა პრე პრი პრო

პრიმატები (Primates)

ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი რიგი (200-მდე სახეობა). კიდურები 5 თითიანია. აქვთ ლავიწი. იდაყვისა და სხივის ძვლები გაყოფილია. ცერი მოძრავია და მრავალ სახეობაში იგი შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა თითებს. თვალები წინაა მიმართული. ძლიერაა განვითარებული თავის ტეინი. უმაღლეს პ-ს კარგად აქვთ განვითარებული ჰემისფეროები. ცხოვრობენ, ძირითადად, აფრიკის, აზიისა და ამერიკის ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ტყეებში. რიგი აერთიანებს 2 ქვერიგს: ნახევრადმაიმუნებსა და მაიმუნებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9