სრული გარდაქმნის მქონე მწერების ერთ-ერთი რიგი (1000- მდე სახეობა). ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გარეგანი პარაზიტებია. სხეული შებრტყელებულია გვერდებიდან, უკანა ფეხები სახტომია. საშიში არიან, როგორც შავი ჭირის აღმძვრელის გამავრცელებელნი. ლარვები უფეხოა, ჭიისმაგვარი, წარმოქმნიან პარკს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.