სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სავ საზ სათ საკ სალ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საწ სახ საჰ

სავარცხლურები (Cteniphora)

რადიალური ცხოველების განყოფილების ტიპი. ზღვის თავისუფლად მცურავი ცხოველებია, ლაბისებრი გამჭვირვალე სხეულით (გვხვდება მცოცავი ფორმებიც). აქვთ სპეციალური საცურაო ფირფიტები, რომელთაც სავარცხლისმაგვარი ფორმა აქვთ. მსუსხავი უჯრედები არ გააჩნიათ. ჰერმაფროდიტებია. კარგადა აქვთ განვითარებული მეზოგლეა. არის ჩანასახოვანი მეზოდერმაც. მცოცავ ფორმებს რადიალური სიმეტრია ერღვევათ, ჩნდება ბილატერალური სიმეტრიის ნიშნები. ცნობილია 80-მდე სახეობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9