სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიზ სიკ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიც

სიფრიფანაფრთიანები, აპკფრთიანები (Hymenoptera)

მწერების კლასის რიგი (დაახლოებით 90000 სახეობა). ფრთები აპკისებრია, ზოგი უფრთოა (მუშა ჭიანჭველები, ზოგიერთი მხედრების მდედრები და სხვ. პირის აპარატი მღრღნელია ან მლოკავ-მღრღნელი. მდედრებს ხშირად აქვთ კვერცხსადები, რომელიც რიგ შემთხვევაში ნესტრადაა გადაქცეული (მუშა ფუტკრები). მატლები უფეხოა. განვითარება მიმდინარეობს სრული გარდაქცევით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9