ობობასნაირთა კლასის რიგი (600-მდე სახეობა). მოზრდილი (10 სმ-მდე) ძლიერ დანაწევრებული სხეულის მქონე ობობებია. სუნთქავენ ტრაქეებით. პედიპალაები გვანან სასიარულო ფეხებს. ბინადრობენ ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების ველებსა და უდაბნოებში, ზოგჯერ ზომიერი ჰავის სარტყელშიც.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.