ღრუნაწლავიანების ტიპის კლასი (200-მდე სახეობა). ზღვის ცხოველებია. სხეული ქოლგისმაგვარია; მედუზების უმრავლესობა გამჭვირვალეა. ძლიერაა განვითარებული გასტროვასკულარული სისტემა; ცალსქესიანებია. განვითარება ხდება თაობათა მორიგეობით (მეტაგენეზი). ეწევიან მტაცებლურ ცხოვრებას. შეიარაღებული არიან ძლიერი მსუსხავი აპარატით. ყველაზე გაერცელებულია – მედუზა აურელია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.