არასრული გარდაქცევის მქონე მწერების რიგი (20000-ზე მეტი სახეობა), ფართოდაა გავრცელებული. სხეული წაგრძელებულია, პირის აპარატი მღრღნელი ტიპისაა, უკანა ფეხები უფრო ხშირად სახტომია. ამ რიგს მიეკუთვნებიან კალიები და კუტკალიები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.