ძუძუმწოვრების კლასის ვეშაპისნაირთა რიგის ქვერიგი. ყველაზე დიდი ცხოველებია. საკვების მიღების დროს იყენებენ სპეციალურ საწურ აპარატს – „ვეშაპის ულვაშს“. რომელიც წარმოიქმნება 130-140 რქოვანი ფირფიტისაგან. თავის სიდიდე უდრის სხეულის 1/3-ს, კბილები არა აქვთ. დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველის – ლურჯი ვეშაპის – სიგრძე უდრის 33 მ-ს, წონა – 150 ტონაზე მეტს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.