ერთუჯრედიანი ცხოველების ტიპი (25000-მდე სახე). ბინადრობენ სხვადასხვა გარემოში, მათ შორის სხვა ორგანიზმებში (პარაზიტები). სხეული შედგება ერთი უჯრედისაგან, რომელსაც ახასიათებს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია: ნივთიერებათა ცვლა, გაღიზიანებადობა, მოძრაობა, გამრავლება. ტიპში გაერთიანებულნი არიან სარკოდინები, შოლტოსნები, სპორიანები, კნიდოსპორიდიები და ინფუზორიები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.