ნემათელმინთების ტიპის კლასი (1500- ზე მეტი სახეობა). ყველაზე მცირე ზომის მრავალუჯრედიანი ცხოველები (0,04-2 მმ სიგრძით). ძირითადად, მტკნარი წყლის პლანქტონური ცხოველებია, ეწევიან მტაცებლურ ცხოვრებას. მრავალი სახეობა დაფარულია ჯავშნით. ზოგიერთები მიმაგრებული ცხოველებია. ზოგჯერ გვხვდებიან ნიადაგში, ხავსებზე და სხვ. სხეულის წინა ნაწილში აქვთ წამწამიანი მბრუნავი აპარატი და მღეჭავი ხახა (მასტაქსი). პირველადღრუიანებია. გამომყოფი სისტემა პროტონეფრიდული ტიპისაა. ახასიათებთ ციკლომორფოზი კარგად იტანენ არახელსაყრელ პირობებს (გაშრობას, დაბალ ტემპერატურას და სხვა.).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.