ჭიების ჯგუფი, რომელსაც არ გააჩნია სისტემატიკური კატეგორიის რანგი. სხეულის მეორადი ღრუ და სისხლის მიმოქცევის სისტემა არა აქვთ. სხეული არასეგმენტირებულია. ჯგუფი აერთიანებს წამწამიან ჭიებს, ტრემატოდებს, ტემნოცეფალებს, უდონელიდებს, მონოგენეებს, ნემატოდებს, ძაფურებს, მუცელწამწამიანებს, გიროკოტილიდებს, ცესტოდებს, ეკალთავიან ჭიებს (აკანტოცეფალებს), ციბრუტელებს და კონორინქებს.
See also: ინფუზორიები ანუ წამწამიანები (Infusoria s. Cilioplhora),
ტრემატოდები ანუ მწოველები (Trematoda),
უდონელიდები (Udonelloidea),
მონოგენეები (Monogenoidea),
ნემატოდები, მრგვალი ჭიები (Nematoda),
მუცელწამწამიანი ჭიები ანუ გასტროტრიქები (Castrotricha),
თასმა, ლენტურა ჭიები ანუ ცესტოდები (Cectoidea),
აკანთოცეფალები ანუ ეკალთავიანი (თავეკლიანი) ჭიები (Acanthocephala),
ციბრუტელები (Rotatdria) Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.