უბ უდ უზ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უფ უქ უხ უჯ
უფა უფე

უფეხოსნაირნი (Apoda)

ამფიბიების კლასის რიგი (56 სახეობა). გარეგნულად გვანან დიდ ჭიებს ან გველებს. ზოგიერთის სიგრძე აღწეეს 100 სმ. ახასიათებთ თხრის უნარი, კიდურები და შუა ყური დაკარგული აქვთ ევოლუციის პროცესში. მარცხენა ფილტვი წაგრძელებულია, მარჯვენა – შემოკლებული (ისევე როგორც გველებს), თვალები დამალულია კანის ან ძვლის ქვეშ. შენარჩუნებულია ზოგიერთი პრიმიტიული ნიშანი: მალების სხეულები ამფიცილურია, კარგადაა განვითარებული ქორდა, მოკლე ქვედა ნეკნები და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9