ქვეწარმავლების კლასის კუთა რიგის ქვერიგი. თანამედროვე ფაუნაში წარმოდგენილია 1 სახეობით – Dermocheles coriacea, რომელიც სიგრძით 2 მ-ია, წონით – 600 კგ. მისი ჯავშანი არაა დაკავშირებული ჩონჩხთან და შედგება ძვლოვანი ფირფიტების ერთი შრისაგან. ბინადრობს ატლანტის, წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.