ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი რიგი (26-მდე სახე). არიან წყლის, ძირითადად, ზღვების ბინადარნი. კიდურები გადაქცეული აქვთ ფარფლებად. ბალნიანი საფარი სუსტია. პოლიგამებია. აერთიანებს სამ ოჯახს: ყურებიან სელაპებს, ნამდვილ სელაპებსა და მორჟებს (ანუ ლომვეშაპებს).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.