პირველადპირიანების მცირესეგმენტიანების ზეგანყოფილების ტიპი. ზღვის ფსკერული ორგანიზმები. ფართოდაა გავრცელებული. ცხოვრობენ მათ მიერ ორგანული ნივთიერებიდან აგებულ მილაკებში. აქვთ სხეულის მეორადი ღრუ, დახშული სისხლის მიმოქცევის სისტემა, კარგად განვითარებული მეტანეფრიდიებით; ნერვული სისტემა პრიმიტიულია. ფ-ბი ჰერმაფროდიტებია. განვითარება ხდება მეტაფორმოზით. ლარვა-აქტინოტროქა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.