ძვლოვანი თევზების კლასის რიგი (6000-მდე სახეობა). გავრცელებულია სხვადასხვა წყალსატევებში. ფარფლები ეკლიანია. ცხიმოვანი ფარფლი არა აქვთ. საცურაო ბუშტი არაა დაკავშირებული ნაწლავთან, ხშირად არცაა განვითარებული. ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი ქორჭილა, სკუმბრია, სტავრიდა და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.