უმაღლესი კიბოსნაირების ქვეკლასის რიგი (4500-მდე სახეობა). სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, მკერდის სეგმენტების კიდურები სხვადასხვა აგებულებისაა. ფართოდაა გავრცელებული. ძირითადად ბინადრობენ ზღვებში, მაგრამ არიან მტკნარი წყლის ფორმებიც. წარმოადგენენ თევზების საუკეთესო საკვებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.