პარაზოების განყოფილების ტიპი (3000-მდე სახეობა). ყველაზე პრიმიტიული მრავალუჯრედიანი ცხოველები. ძირითადად ზღვის ფორმებია, მტკნარ წყალში სულ 10-მდე სახეობაა. ახასიათებთ მიმაგრებული ცხოვრების ნირი; წარმოქმნიან კოლონიებს. სხეული შედგება 2 შრისაგან: ექტოდერმისა და ენტოდერმისაგან, რომელთა შორის არის არაუჯრედოვანი მეზოგლეა. ღ-თვის დამახასიათებელია აგებულების 3 ტიპი: ასკონი, სიკონი და ლეიკონი. აქვთ მინერალური ჩონჩხი ნემსების სახით. აერთიანებს 3 კლასს: კიროვანი, მინის და ჩვეულებრივი ღრუბელები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.