ხერხემლიანების ტიპის. ქალიანების ქვეტიპის ზეკლასი. ხერხემლიანების 99,8% მიეკუთენება ამ ზეკლასს. აქვთ ყბის აპარატი, წყვილი კიდურები (ფარფლები, 4-5 თითიანი კიდურები ანუ ფეხები). ჩონჩხი შედგება ძვლოვანი ან ხრტილოვანი ქსოვილისაგან; აქვთ წყვილი ნესტო. ზეკლასი აერთიანებს 6 კლასს: ხრტილოვანი თევზები, ძვლოვანი თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.