რგოლოვანი ჭიების ტიპის კლასი (400-დე სახეობა). ბინადრობენ ძირითადად მტკნარ წყლებში, მაგრამ არიან ზღვისა და ხმელეთის ფორმებიც. სხეული სეგმენტირებულია; აქვთ მუცლის ნერვული ძეწკვი; განვითარებულია კან-კუნთოვანი პარკი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. გამომყოფი სისტემა მეტანეფრიდიულია. სივრცე ორგანოებს შორის ამოვსებულია პარენქიმით. გარეგანი რგოლები არ შეესატყვისებიან ჭეშმარიტ სეგმენტაციას. სანერწყვე ჯირკელები გამოყოფენ ჰირუდინს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჰერმაფროდიტებია, მრავლდებიან მხოლოდ სქესობრივად. კლასში 2 ქვეკლასია – უძველესი (სულ 1 სახეობა) და ნამდვილი წურბელები ორი რიგით: ხორთუმიანი და ყბიანი წურბელები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.