ყბ ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურბელები (Dermaptera)

არასრული გარდაქცევის მქონე მწერების ერთ-ერთი რიგი 300-მდე სახეობა). ძირითადად გავრცელებულია ტროპიკულ ტყეებში. სხეული წაგრძელებულია, გააჩნია ბოლოში ქიტინიზირებული წანაზარდები (მარწუხები). წინა ფრთები შემოკლებულია, უკანა ფართო მარაოსებრი და სიფრიფანა. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჩვეულებრივი ყურბელა, რომელიც აქტიურია ღამით, დღისით კი იმალება ხის ქერქის, ქვების ქვეშ და სხვა საფარში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9