დღის მტაცებელი ფრინველები. შეიარაღებულნი არიან მოკაუჭებული ნისკარტით და ბასრი ბრჭყალებით. ფრთები ვიწრო, მახვილია. აერთიანებს 2 ქვერიგს: ამერიკულ სვავებს ნორმალურ მტაცებელ ფრინველებს (4 ოჯახი). გავრცელებულნი არიან მთელს მსოფლიოში ანტარქტიდის გარდა. 12 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.