უმარტივესთა ტიპის კლასი (8000-მდე სახეობა). ერთუჯრედიან ცხოველთა ფართოდ გაერცელებული ჯგუფი. მოძრაობის ორგანელებს წარმოადგენს 1 ან რამდენიმე შოლტი. ექტოპლაზმის გარეშრეზე წარმოიქმნება პელიკულა, რომელიც განაპირობებს სხეულის მუდმივ ფორმას. შოლტოსნებს შუალედური მდგომარეობა უკავიათ მცენარეებსა და ცხოველებს შორის, რადგან მათ შორის არიან ავტოტროფებიცა და ჰეტეროტროფებიც. ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყლებში, არიან პარაზიტებიც. კლასი იყოფა 2 ქვეკლასად: მცენარეული შოლტოსნები და ცხოველური შოლტოსნები. ყველაზე ცნობილ ჯგუფებს მიეკუთენებიან ევგლენები, ტრიპანოსომები და სხვ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.