ძუძუმწოვრების კლასის რიგი (200-მდე სახეობა). გავრცელებული არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეაზე და მიმდებარე კუნძულებზე (ამერიკული ოპოსუმების გარდა). ხასიათდებიან პრიმიტიული ორგანიზაციით: აქვთ ნაშიერების გამოსაზრდელი ჩანთა, არა აქვთ პლაცენტა; იბადებიან ძალიან მცირე ზომის, განუვითარებული ნაშიერები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დედის ჩანთაში იმყოფებიან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.