ღრუბელების ტიპის კლასი. აერთიანებს თანამედროვე ღრუბელების უმრავლესობას. ჩონჩხი შედგება ორგანული ნივთიერებებისაგან და ოთხსხივიანი კაჟოვანი ნემსებისაგან. არის ფორმები, რომელთა ჩონჩხი მხოლოდ ორგანული ნივთიერებებისაგან შედგება, არიან ისეთებიც, რომელთა ჩონჩხი მხოლოდ არაორგანული ნივთიერებებიდანაა აგებული.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.