არასრული გარდაქმნის მქონე მწერების რიგი (200-მდე სახეობა). აქვთ წაგრძელებული სხეული, თავისებური წინა ფეხები, მორგებული მსხვერპლის საჭერად; სამკუთხა თავი მოძრავია; აქვთ კარგად განვითარებული მფარველობითი შეფერილობა. ეწევიან მტაცებლურ ცხოვრებას – ანადგურებენ სხვა მწერებს. ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.