არასრული გარდაქმნის მქონე მწერების რიგი (2500-მდე სახეობა). ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში. სხეული და ფეხები წაგრძელებულია. გარინდებულ მდგომარეობაში მოგვაგონებენ მცენარის ტოტს. ელიტრები შემოკლებულია ან სულაც არ გააჩნიათ. ფრთები ზოგჯერ კარგადაა განვითარებული, მაგრამ უფრო ხშირად არა აქვთ. ახასიათებთ პართენოგენეზი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.