წა წე წვ წი წო წუ წყ
წამ

წამწამიანი ჭიები ანუ ტურბელარიები (Turbelaria)

ბრტყელი ჭიების ტიპის კლასი (1500-ზე მეტი სახეობა). თავისუფლადმცხოვრები ორგანიზმებია. სხეული დაფარულია წამწამებით. კარგადაა განვითარებული გრძნობათა ორგანოები (მხედველობის, ქიმიური შეგრძნების, სტატოცისტები), კან-კუნთოვანი პარკი, პარენქიმა. ნაწლავი მთავრდება ბრმად ე-ი. არა აქვთ უკანა ხვრელი. ჰერმაფროდიტებია. ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყლებში და ტენიან ნიადაგში. აერთიანებს რამოდენიმე რიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9