ჭი ჭუ
ჭია ჭიპ ჭიჭ

ჭიანჭველები (Formicoidea)

სიფრიფანაფრთიანების რიგის ზეოჯახი (10000-მდე სახეობა). ხშირად მუცლის 1 და II სეგმენტი ვიწროა. ბევრს განვითარებული აქვს ნესტარი. ცხოვრობენ ოჯახურად, რომლის შემადგენლობაშია უფრთო მუშები (განუვითარებელი სასქესო სისტემის მქონე მდედრები), ფრთიანი მამრები და დამფუძნებელი მდედრები. განაყოფიერებული მდედრები კარგავენ ფრთებს; ცხოვრობენ 20 წელს. ზოგ შემთხვევაში ბუდეში არის ასეთი რამოდენიმე მდედრი – დედოფალი. მუშებში გავრცელებულია მორფოლოგიური განსხვავებულობა – პოლიეტიზმი – ასაკობრივი და კასტური, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ფუნქციების შესრულებასთან (ფურაჟირები, ჯარისკაცები და სხვა.).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9