ჭი ჭუ
ჭია ჭიპ ჭიჭ

ჭიჭინობელები (Cicadinea s. Auchenorrhyncha)

მწერების კლასის თანაბარფრთიანთა რიგის ქვერიგი. 17000-მდე სახეობა. თავი ქვემოდან გამოყოფილია მკერდისაგან. უკანა კიდურები მრავალ მათგანს სახტომი აქვს, წინა ფრთები ხშირად მკერივია. ფიტოფაგებია, წუწნიან ფოთლებისა და ღეროს წვენს. კვერცხებს დებენ, როგორც წესი, ღეროში. წელიწადში 1-2 თაობას იძლევიან. მატლები ვითარდებიან მცენარეებზე და ვნებენ მათ. მრავალ მათგანს შეუძლია ძლიერი ხმის გამოცემა - ჭრიჭინი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9