ქვეგანყოფილება პირველადპირიანების მცირე სეგმენტიანების ზეტიპის ტიპი (4000-მდე სახეობა). ძირითადად უმოძრაო კოლონიური სახეობებია. ბინადრობენ ზღვებში და მტკნარ წყლებში. შუალედი მდგომარეობა უკავიათ პირველად და მეორადპირიანებს შორის. წარმოქმნიან მონო – და პოლიმორფულ კოლონიებს. თვითოეულ ინდივიდს სხეულის წინა ნაწილში აქვს პირი საცეცები (პოლიპიდი). ზოგს გააჩნია საცეცეების მატარებელი წარმონაქმნი – ლოფოფორი. სხეულის უკანა ნაწილი დაფარულია კუტიკულით. სხეულის ღრუ მეორადია. სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სისტემა არ გააჩნია. ჰერმაფროდიტებია. მრავლდებიან სქესობრივად და უსქესოდ. ხასიათდებიან რეგრესული მეტამორფიზით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.