ძუძუმწოვრების კლასის რიგი – (10000-მდე სახეობა). მცირე ზომის ან საშუალო სიდიდის ცხოველებია. წინა კიდურები გადაქცეულია ფრთებად (მხარსა, წინა მხარსა, თითებსა და სხეულის გვერდს შორის გადაჭიმულია საფრენი აპკი.) აქვთ ულტრაბგერების გამოცემის და ექოლოკაციის უნარი. ღამის ცხოველებია. ცხოვრობენ დიდ კოლონიებად. საშუალო განედებში ახასიათებთ ძილქუში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.