სრული გარდაქმნის მქონე მწერების ერთ – ერთი უდიდესი რიგი (300000-ზე მეტი სახეობა). წინა ფრთები გადაქცეული აქვთ ხეშეშ ელიტრებად (ფრთების საფარად). პირის აპარატი მღრღნელი ტიპისაა. ულვაშები უფრო ხშირად 11 – ნაწევრიანია. კიდურები მრავალფეროვანია (სარბენი, საცურაო, სახტომი, სათხრელი და სხვა.). მატლებს აქვთ კარგად განვითარებული თავი. ჭუპრები უფრო ხშირად თავისუფალია (გააჩნია ჩანასახოვანი ფრთები, კიდურები თავისუფლადაა განლაგებული სხეულის ზედაპირზე). ხ-ბი ბინადრობენ ხმელეთზე, ზოგჯერ წყალში, ნიადაგში, მერქანში ან ლაფანში. მრავალია ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებელი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.