ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი რიგი, რომელშიაც გაერთიანებულია სულ 2 სახეობა: აფრიკული და ინდური სპილო. ზედა ტუჩი ერწყმება ცხვირს და წარმოქმნის ხორთუმს. ზედა შუა მჭრელებს, რომლებიც ძლიერაა განვითარებული, ეწოდება შუანები. იკვებებიან მცენარეული საკვებით. ყველაზე დიდი ზომის ცხოველებია ხმელეთის ბინადართა შორის. მასა 5 ტონამდეა (იშვიათად 7,5 ტონამდე).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.