ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო

ტროქოფორა

Gk. trochos - ბორბალი + phoros – მტარებელი
მრავალჯაგრიანი რგოლოვანი ჭიების ლარვა. ჰგავს მრავალი მოლუსკის ლარვას. ტიპობრივი ტ-ა პლანქტონური ორგანიზმია, რომელსაც სფეროს ან ელიფსის ფორმა აქვს; ზედა პოლუსზე აქვს წამწამების კონა, ეკვატორულად – პროტოტროქი, რომლის ქვემოთ განლაგებულია პირი. აქვს ნაწლავი და ანალური ხვრელი, გამომყოფი ორგანოები. მეტამორფოზის შედეგად გარდაიქმნება მეტატროქოფორად, რომელსაც წაგრძელებული ფორმა აქვს, შემდეგ კი ზრდასრულ ჭიად.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9