მა მბ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მფ მღ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მეგ მედ მეზ მეი მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ

მეტამორფოზი

Gk. meta + morphosis - გარდაქმნა
ცხოველებში ორგანიზმის აგებულების ღრმა გარდაქმნები, რომლის პროცესში ლარვა გარდაიქმნება ზრდასრულ ინდივიდად. მ-ზი დამახასიათებელია უხერხემლოების უმრავლესობისათვის და ზოგიერთი ხერხემლიანისათვის (მრგვალპირიანები, ორგვარადმსუნთქავი თევზები, ამფიბიები). ცხოველების ზოგიერთ ჯგუფში მ-ის დროს ხდება ლარეული ორგანოებისა და ქსოვილების დაშლა და აგებულების შეცვლა. ასეთი მოვლენა გვხვდება სრული გარდაქმნის მქონე მწერებში. უკუდო ამფიბიებში და სხვ. სხვა ჯგუფებში კი ხდება ცალკეული ლარვული ორგანოებისა და ქსოვილების გარდაქმნა (მაგ. არასრული გარდაქმნის მქონე მწერები, თევზები, კუდიანი ამფიბიები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9