1. თვალის შინაგანი შუქის შემგრძნები გარსი. იგი გადადის წამწამოვანი სხეულის ნეიტრალურ ეპითელიუმში და ფერად გარსში: გარდაქმნის სხივურ გაღიზიანებას ნერვულ გაღიზიანებად და სიგნალის პირველად დამუშავებას ახდენს. ბ-რა წარმოადგენს რთულად აგებულ რეცეპტორულ სისტემას, რომელიც წარმოდგენილია ჩხირებითა და კულებით. ცხოველთა ბადურის 1 მმ²-ზე 160 ათას რეცეპტორამდეა. ღამის ცხოველებს აქვთ მხოლოდ ჩხირები. 2. მცოხნელ ცხოველთა 4-კამერიანი კუჭის მეორე განყოფილება; ემსახურება საკვების მექანიკურ და საწყის ქიმიურ დამუშავებას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.