ცხოველების კომუნიკაციის საშუალება. ბ.ს. იძლევა ინფორმაციას ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის, მოსალოდნელი საშიშროების და სხვ. შესახებ. რაც უფრო მეტია სიგნალები ცხოველთა „ენაში“, მით უფრო რთულია ცხოველთა ურთიერთქმედება, მით უფრო დახვეწილია ფსიქიკა. მაგ. ყვავის „ენაში“ ითვლიან 300-მდე ბგერით სიგნალს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.