განცალკაევება. ერთი სახეობის ინდივიდების, წყვილების ან პოპულაციების განცალკევება. ი-ია წარმოადგენს სახეობათა წარმოქმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. არჩევენ გეოგრაფიულ (სივრცობრივ) და ბიოლოგიურ (ან რეპროდუქციულ) ი-ას. ამის შედეგად წარმოიქმნებიან რასები, სახესხვაობები, ქვესახეობები. ეკოლოგიური ი-ია წარმოიქმნება იმის შედეგად, რომ ინდივიდები არეალის ფარგლებში იკავებენ განსხვავებულ ადგილსამყოფელებს. ზოგჯერ განსხვავდება გამრავლების ვადები და მაშინ ადგილი აქვს ფენოლოგიურ ი-ას. ამის საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას ფიზიოლოგიური, ხოლო უმაღლეს ცხოველებში ფსიქიური ი-ია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.