სხვადასხვა ორგანიზმების ნათება (ბაქტერიების, სოკოების, უმარტივესების, მედუზების, ჭიების, მოლუსკების, კიბოსნაირების, მწერების, თევზების და ა.შ. ცალკეული წარმომადგენლები). ბ-ია წარმოიშვება ორგანიზმში ჟანგვითი პროცესების, ბაქტერიებისა და ცხოველების სიმბიოზის შედეგად. უმეტეს შემთხვევაში გაპირობებულია მანათებელი ნივთიერების – ლუციფერინის მეტაბოლიზმით. აქვს ბიოლოგიური მნიშვნელობა. ზოგ ორგანიზმებს აქვთ სპეციალური ორგანოები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.