Gk. dom... + sphaira – სფერო დედამიწის ბიოგეოცენოტური საფარი, დედამიწის გარსი, რომლის შედგენილობა, ენერგეტიკა და ორგანიზაცია გაპირობებულია მათი ბიოტური და აბიოტური კომპონენტებით. სიცოცხლის ზონა დედამიწაზე, ანუ ხმელეთის ზედაპირი, ლითოსფეროს ზედა ნაწილი (ნიადაგი), ზღვების და ოკეანეების მთელი სისქე (ჰიდროსფერო) და ატმოსფეროს ქვედა ფენა (ტროპოსფერო), სადაც არსებობს სიცოცხლე. პირველად ტერმინი ბიოსფერო გამოიყენა ავსტრიელმა გეოლოგმა ზიუსმა (1875). შედმგომში სწავლება ბიოსფეროს შესახებ დაამუშავა ვ. ვერნადსკიმ (1926). ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას მან უწოდა „ცოცხალი ნივთიერება“. მისი აზრით ცოცხალ ორგანიზმებს პლანეტარული მნიშვნელობა აქვთ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.