სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სავ საზ სათ საკ სალ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საწ სახ საჰ

სასიცოცხლო ფორმა

ცხოველებში ს.ფ. არის ინდივიდების ჯგუფი, რომელსაც აქვს მსგავსი მორფოლოგიური შეგუებანი მსგავს გარემოში. ერთ ს.ფ-ს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა სახეობები, ზოგჯერ ტაქსონომიურად ძლიერ დაშორებული ცხოველები. მეტამორფოზის მქონე ცხოველებისათვის დამახასიათებელია ს.ფ.-ს ცვლა ონტოგენემში (მაგ. მწერებში – მატლი, ჭუპრი და იმაგო). დამოუკიდებელ ს.ფ-ად შეიძლება განვიხილოთ ჭიანჭველების, ტერმიტების კასტები, აგრეთვე ცალკეული ქვესახეობები და რასები. ს-ფ-ის კლასიფიკაციას საფუძვლად შეიძლება დაედოს სხვადასხვა კრიტერიუმი (მოძრაობის თავისებურება, საკვების მოპოვების წესი, და ა.შ.). მაგ. საკვების მოპოვების მიხედვით შეიძლება გამოიყოს ს.ფ.-ის რამოდენიმე ჯგუფი - ფიტოფაგები, დეტრიტოფაგები, ნეკროფაგები, მტაცებლები და სხვ. ტერმინი ს.ფ. ზოოლოგიაში შემოვიდა ამ საუკუნის 20-იან წლებში და ნასესხები იყო ბოტანიკიდან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9