L. re გამეორება + productio – წარმოება არსებობისათვის ბრძოლაში ორგანიზმის შესაძლებლობათა რაოდენობრივი გამოხატულება (ტერმინი ეკუთვნის ამერიკ. ბიოლ. რ. ჩეპმენს. 1928). აქ არ იგულისხმება ორგანიზმის აქტიური როლი არახელსაყრელ გარემო პირობებთან ურთიერთობაში. ჩეპმენის აზრით, ორგანიზმი პასუირად აღიქვამს გარემოს არახელსაყრელ ზეგავლენას. ბ.პ. განისაზღვრება ან ნამატის საშუალო სიდიდით, ან იმ სიჩქარით, რომლითაც დაფარავს დედამიწას ამ სახეობის ინდივიდები ჰიპოთეზური ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, როდესაც მის გამრავლებას ხელს არაფერი უშლის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.