განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაყოფის პროცესი - ჩანასახოვანი განვითარების საწყისი პერიოდი. მთავრდება ბლასტულის ან მორულას წარმოქმნით. კვერცხუჯრედის თავისებურებებთან დაკავშირებით განასხვავებენ დანაწევრების რამოდენიმე სახეს: სრულსა და თანაბარს, ნაწილობრივს, რადიალურს, სპირალურს, არათანაბარსა და სხვ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.