Gk. blast – ღივი, ამონაზარდი, ნერგი მრავალუჯრადიანი ცხოველების ჩანასახოვანი განვითარების სტადია, რომელიც წარმოიქმნება მორულის შემდეგ. ამ სტადიაზე მთავრდება კვერცხის დანაწევრება. ბლასტულის აგებულება სხვადასხვა ცხოველებში სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია კვერცხუჯრედის აგებულებასა და მისი დანაწევრების ხასიათზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.