ზღვის ჰიდროიდების პოლიმორფულ კოლონიაში არსებული წარმონაქმნი. შედგება ბლასტოსტილისაგან (წაგრძელებული ღრუ წანაზარდი კოლონიის ღეროზე) და მისი მფარავი საბურავისაგან - თეკისაგან. ბლასტოსტილზე დაკვირტვით ვითარდებიან მედუზები, რომლებიც სცილდებიან მას და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.