მა მბ მე მი მკ მო მრ მს მტ მუ მფ მძ მწ მჭ მხ მჯ
მეგ მედ მეზ მეი მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მექ

მეტაგენეზი

Gk. მეტა + genesis - დაბადება
სქესობრივი და უსქესო თაობების მორიგეობის ფორმა. კარგად აქვთ გამოხატული პიდროიდულ და სციფოიდურ ნაწლავღრუიანებს. მათი სქესობრივი თაობა იწოდება მედუზად, ხოლო უსქესო – პოლიპად. ასე, მაგ. პოლიპი ობელია წარმოადგენს ხის მაგვარ კოლონიას, რომელიც შედგება მრავალი ასეული და ათასეული ინდივიდისაგან – ჰიდრანტებისაგან. ისინი დაკვირტვით (უსქესოდ) მრავლდებიან: კოლონიის რომელიმე ადგილას წარმოიქმნება გონანგიუმი, მათში ბლასტოსტილზე დაკვირტვით კი – მედუზები. ეს უკანასკნელნი მრავლდებიან სქესობრივად. განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან წარმოიქმნება ლარვა – პლანულა, რომელიც ეშვება ფსკერზე გადაიქცევა ერთეულ პოლიპად და იწყებს დაკვირტვას. სციფოიდებში უფრო განვითარებულია სქესობრივი, მედუზოიდური თაობა. ზოგჯერ ხდება მედუზოიდური თაობის რედუქცია: მედუზური კვირტებისაგან წარმოიქმნებიან სქესობრივი ინდივიდები, რომლებიც არ წყდებიან კოლონიას (მედუზოიდები, გონოფორები, სპოროსაკები). მეტაგენეზი ახასიათებს აგრეთვე სალპებს, ასციდიებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9