The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი მინას ძე აბაშიძე

გიორგი მინას ძე აბაშიძე
სხვა სახელი:გორგი  (ფსევდონიმი)
კეთილისმყოფელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1877  (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     გიორგი აბაშიძე დაიბადა 1877 წლის 1 სექტემბერს საჩხერის რაიონის სოფელ საზანოში მრავალრიცხოვან და ღარიბ ოჯახში. ამის გამო აღსაზრდელად ბიძამ, ლავრენტი ცქიტიშვილმა, სოფელ საქარაში თავისთან წაიყვანა და ამით დას მდგომარეობა შეუმსუბუქა. რვა წლის გიორგი სამრევლო სკოლაში შეიყვანეს, ხოლო 13 წლისამ ოჯახი დატოვა და ბედის საძებნელად ქუთაისს მიაშურა, სადაც მისი ბიძაშვილი ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს სახლში პანსიონი ჰქონდა გახსნილი, სადაც ახალგაზრდა სემინარიელები ცხოვრობდნენ. პანსიონში რეპეტიტორებად მოწვეული ჰყავდათ უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგები - მელიტონ ჩოგოვაძე და მელიტონ კელენჯერიძე. პედაგოგებმა, გაიგეს რა გიორგის შეჭირვებული მდგომარეობის შესახებ და ამასთანავე სწავლის დიდი სურვილი, მისი უსასყიდლოდ მომზადება იკისრეს. გიორგი სასულიერო სემინარიის მეოთხე კლასში მიიღეს, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ, ქუთაისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში ჩაირიცხა. 1903 წელს გიორგი აბაშიძემ ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და 1904 წელს სოფელ ჭალის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

    1906 წელს გიორგიმ სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    1914 წლიდან გიორგი აბაშიძე ქუთაისში გადავიდა და ქალთა საეპარქიო სასწავლებლის ზედა კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1918 წლიდან ზესტაფონში გადავიდა, სადაც დამატებით ისტორიასაც ასწავლიდა.

    1932 წელს გიორგი აბაშიძე ხარაგოულის ათწლედში, ხოლო მოგვიანებით კიცხის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. პარალელურად გიორგი აბაშიძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. იგი რომანოზ ფანცხავას ჟურნალ „ცხოვრებაში“ ათავსებდა ლექსებსა და აკროსტიხებს: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს, ვაჟა­ფშაველას და სხვა.  ცნობილია მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები: „ აკაკი, როგორც მგოსანი“, „მი ხედეთ სოფელს“, „დროა“, „რად დაკარგეთ სი წითლე“, „მოსათმენია“, „სადღეობო“, „დროა გამოვიფხიზლოთ!“ და სხვა. მისი ნაწერების უმრავლესობა დაუბეჭდავი დარჩა, ზოგიერთები კი 1921 წელს დაუწვეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: