შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სოლომონ იოსების ძე აბდუშელიშვილი![]()
ბიოგრაფიასოლომონ აბდუშელიშვილი დაიბადა 1853 წელს სოფელ ბჟინევში. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება ქუთაისის გიმნაზიაი მიიღო და სწავლა განაგრძო პეტერბურგის წმინდა მიხაილის სახელობის სამხედრო სასწავლებელში. სოლომონ აბდუშელიშვილი როტმისტრის ჩინით მსახურობდა ვოლონსკის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში და 1892-1900 წლებში იყო ბათუმის ცხენოსანთა პოლიციის ასეულის მეთაური. სოლომონ აბდუშელიშვილი 1895-1900 წლებში იყო ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრი. 1897 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში. სოლომონ აბდუშელიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. მან სიცოცხლე დაასრულა ქუთაისის მიუსაფართა თავშესაფარში და დაკრძალულია უპატრონოთა და მიუსაფართა სასაფლაოზე. საფლავი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |